II დონის ტრენინგში მონაწილე მასწავლებლები
II დონის ტრენინგი მასწავლებლებისათვის ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში
კურსის მიზანი:
ტრენინგ– კურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით.
სამიზნე ჯგუფი:
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენ საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები.
წინა საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
იმისათვის, რომ მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღოს კურსში, მას უნდა გააჩნდეს შემდეგი კომპეტენციები.
- ტექსტურ რედაქტორში მუშაობა;
- ინტერნეტში ძიება;
- ელ–ფოსტის მოხმარება
კურსის შედეგი
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე:
გააცნობიერებს ისტ–ის გამოყენების მნიშვნელობას თანამადროვე, კონსტრუქტივისტულ –პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში;
შეძლებს ისტ–ის გამოყენებას სასწავლო ერთეულის (გაკვეთილი ან თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) ამოცანების შესაბამისად, კერძოდ:
ისტ–ის გამოყენება სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
ისტ–ის გამოყენება სასწავლო რესურსების მოსამზადებლად
სწავლა–სწავლების წარმართვას ისტ–ით გამდიდრებულ სასწავლო გარემოში;
მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ–ის საშუალებით;
მოსწავლეთა მიერ ისტ–ის გამოყენების საშუალების შეფასებას;
შეძლებს ისტ–ის გამოყენებას მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის;
შეძლებს მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებას ისტ–ის გამოყენებით;
შეძლებს ისტ–ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში.

მეთოდები
კურსის მსვლელობა აგებულია აქტიური სწავლის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა: აქტიური ლექცია, სიმულაცია,როლური თამაში, დემონსტრირება მართული პრაქტიკა–დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვა. ტრენინგ სესიების ორგანიზების ფორმებო: ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური მუშაობა.
კურსის ხანგრძლივობა
კურსი მოიცავს 4 მოდულს. კურსის სრული ხანგრძლივობაა 13 სამსაათიანი ტრენინგი
სერთიფიცირების პირობები:
მინიმუმ 10 ტრენინგ დღეზე დასწრება;
მოდულის დასრულების შემდეგ დავალებების წარმოდგენა ელექტორნულ ფორმატში
კურსის ბოლოს გამოქვეყნებული ელექრტონული პორტფოლიო